ინდოეთის დასავლეთში, მაჰარაშტრას შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა.
მეწყერი რაიგადის რაიონის სოფელ ირშალვადიში ჩამოწვა და 17 საცხოვრებელი სახლი ქვეშ მოიყოლა.
მაშველებმა ამ დროისთვის 75 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.
სამაშველო სამუშაოები, რომელიც ხუთშაბათს გვიან ღამით, ძლიერი წვიმის გამო შეჩერდა, დღეიდან განახლდა.
წვიმამ პრობლემები შექმნა მუმბაიშიც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით სკოლები დაიხურა. შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press