როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა,- ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების განცხადებას.
როგორ წულუკიანი აცხადებს, საქართველოს "პატრიოტულ საფუძვლებზე" შექმნილი ახალი პოლიტიკური გაერთიანებები სჭირდება.
"როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და რა თქმა უნდა, აქედან ჩვენ არავითარ შედეგს არ ველოდებით. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა. ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება",- ამბობს წულუკიანი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press