მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების განცხადებას.
სააკაშვილის თქმით, აღნიშნულ გაერთიანებაში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "უკიდურესად სასარგებლო როლი აქვს".
"მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის - ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც.
თან არ დაგვავიწყდეს, რომ "ხელისუფლება" კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში - კერძოდ კი, ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა, ქვეყნის მომავლისთვის.
განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო "ვარდების რევოლუციის" პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი.
შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში, სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, ასევე საერთაშორისო არენაზე. მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება.
რა თქმა უნდა, ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში",- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press