რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინული მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოდესის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, იერიშის შედეგად დაშავდა 22 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია.
მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში 14 დაშავებული, მათ შორის 3 ბავშვი გადაიყვანეს.
"ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ", - ამბობს კიპერი.
ადგილობრივი საკრებულოს ცნობით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press