მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული,- ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს.
კულებას განცხადებით, რუსეთი კვლავ კლავს ხალხს და ანგრევს საკულტო ნაგებობებს.
"რუსული რაკეტები კლავს ხალხს და ანგრევს UNESCO-ს მიერ დაცულ საკულტო ადგილებს ოდესაში. ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული",- წერს კულება Twitter-ზე.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press