ხაბეიშვილმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის - მიხეილ სააკაშვილის პარტია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით ნათელი გახდა ასევე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მიზეზი - მელია სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში საფრთხეს უქმნიდა.
„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი წავიდა, საქართველოს პასპორტი გადააგდო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ითხოვა და დღეს უკრაინულად ელაპარაკება საქართველოდან მედიას, ეს პარტია არის ერთი კაცის პარტია და მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სააკაშვილის, მერაბიშვილის, იმ ადამიანების დაბრუნებას ხელისუფლებაში, რომლებიც ხალხმა 2012 წელს არჩევნებით და საკმაოდ სერიოზული ძალისხმევით გაისტუმრა. რომ არ ყოფილიყო მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ის ხელისუფლება სისხლიანი დაპირისპირებისთვისაც მზად იყო და ამისთვის ჰქონდათ ყველანაირი რეზერვი შემქნილი.
კიდევ დაადასტურა, რომ მელია იმიტომ გადააყენეს, რომ ის საფრთხეს უქმნიდა მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში და მოიყვანეს ხაბეიშვილი, რომელიც ამ განცხადებებს გააკეთებს, რომ ის არის დროებითი მსახური და ადგილს უნახავს სააკაშვილს - ეს არის მისი განცხადება, რომ მე ადგილს ვუნახავ სააკაშვილს, არ ვიფიქროთ, რომ ვაშაძეს ან სხვებს ამაზე ჰქონდეთ პრეტენზია, ყველა ეთანხმება.
კარგია, რომ ყველაფერს ერქმევა ისევ თავისი სახელი და რაც არ უნდა სხვადასხვა ფერის მაისურები ჩაიცვან და სხვადასხვა ნომრები აიღონ, საზოგადოებას ვერ მოატყუებენ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
Mana press