რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ოდესაში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, სადაც "რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".
უწყების ცნობით, ოდესაზე თავდასხმისას "მაღალი სიზუსტის" იარაღი გამოიყენეს.
"ოდესასა და რეგიონში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მზადდებოდა ტერორისტული აქტები უპილოტო კამერების გამოყენებით. გარდა ამისა, ობიექტებზე უცხოელი დაქირავებული მებრძოლებიც იმყოფებოდნენ",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press