საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გმობს.
ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ოდესაზე თავდასხმას, რა დროსაც არაერთი ძეგლი დაზიანდა, ომის მორიგ დანაშაულს უწოდებს.
"რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის მორიგი დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ოდესასა და მის მშვიდობიან მოქალაქეებზე, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას",- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press