შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთის უპირობო დამარცხებისა,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთს განახლებული ტერორისტული ტაქტიკა აქვს, რომელიც რამდენიმე მიზანს ისახავს.
"რუსეთის განახლებული ტერორისტული ტაქტიკა: განზრახ თავდასხმა სამხრეთის ქალაქების ისტორიულ ცენტრებზე, ოდესის დემონსტრაციული განადგურება, პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ფართომასშტაბიანი მცდელობები.
ამ გზით რუსეთს სურს:
რა უნდა გაკეთდეს: გამოდით პოლიტიკური პროსტრაციიდან, დააჩქარეთ სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება, დაიცავით მარცვლეულის დერეფნები და პორტის ინფრასტრუქტურა, შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთის უპირობო დამარცხებისა",- წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press