„ლიბერთის“ ციფრული გადახდების პლატფორმაზე www.pay.ge, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდისას სასურველი გადასახადის დაფარვა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.
Pay.ge „ლიბერთის“ ციფრული გადახდების არხია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს.
„ლიბერთი“, თავის მომხმარებლებს მუდმივად აწვდის მათზე მორგებულ საბანკო სერვისებს და სპეციალურ შეთავაზებებს. სწორედ ამიტომ, Pay.ge-მ Mastercard-თან პარტნიორობის ფარგლებში, მის მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობა შესთავაზა, რომელიც გულისხმობს, 17 ივლისიდან Pay.ge-ს ყველა სერვისზე, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდისას 0% საკომისიოს. Pay.ge-ს მთავარი მიზანია, დაეხმაროს ყველას, ვისაც მარტივად და სწრაფად სურს გადასახადების გადახდა. სწორედ ამ მიზნისთვის გაერთიანდა Pay.ge და მასტერქარდი და თავიანთ მომხმარებლებს მათზე მორგებული პირობა შესთავაზა”,- აცხადებს დავით მესხიძე, „ლიბერთის“ დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
„ლიბერთი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. „ლიბერთი“ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press