ოკუპირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნული ინფორმაცია ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე გაავრცელა.
აქსიონოვის მტკიცებით, 11 დრონი ჩამოაგდეს ან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს.
"დრონი მოხვდა ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ასევე დააზიანა კერძო სახლი კიროვსკის რაიონში.
ყველა სპეციალიზებული სერვისი მუშაობს ადგილობრივად. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს",- დაწერა აქსიონოვმა სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის, ჯანკოის რეგიონში, ჯანკოი - სიმფეროპოლის გზატკეცილზე მოძრაობა შეჩერებულია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press