Foto

მოსკოვზე თავდასხმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო - მედია

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე 24 ივლისის ღამეს დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. აღნიშნულ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თანახმად, დაზვერვის მიერ გაშვებულმა ყველა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოსკოვამდე მიაღწია.

„მოხალისეებისა და სტრუქტურების თანამშრომლობა კარგ შედეგს იძლევა. გაგრძელება იქნება“,- აცხადებს წყარო.

ცნობისთვის, 24 ივლისს, გამთენიისას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეტევისას თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა დაზიანდა, ერთი დრონი კი, ლიხაჩოვის ქუჩაზე, ბიზნესცენტრში ჩამოვარდა.