Foto

მარგველაშვილის მდაბიო ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში 11 500$-ით დაფინანსდა - მდინარაძე

მარგველაშვილის მდაბიო ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით და წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ამ ყველაფერს მხარს და ზურგს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები უმაგრებენ".

„მხოლოდ იმაში, რომ ერთდღიანი რაღაც პეტიცია და კოალიცია შექმნა მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის დასახსნელად თუ რაღაც სათაური რომ იყო ხომ გახსოვთ, აი ამ ნიუსის, ერთსაათიანი ტყუილის გავრცელებაში 11 500$-ია გადახდილი. ანუ მარგველაშვილის მხარდაჭერა ამ თანხით იყო ერთი "ფეიკის" გავრცელებაში და თქვენ წარმოიდგინეთ მთლიან კამპანიას რამხელა ფინანსები სჭირდება, რომლის ფორმალიზებაც არ მომხდარა. 

როგორც ჩანს, ფულის გადახდა ხელშეკრულებაში ამის გაწერის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ თანახმად, რომ მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით. ერთსაათიანი ტყუილი და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და მარტო ფული ამას არ ჰყოფნის. ამას მხარს და ზურგს უმაგრებენ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.