რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია?- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თავისუფალი, სანამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება.
„რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია? ჩვენ შესაბამის დოკუმენტაციას ვადგენთ, რამდენიმე კვირის წინ მეც მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ არ გვიშვებენ და ეს არის რეჟიმის სახე, როცა ჩვენი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ და სხვათაშორის, თამარ კორძაიას ეს გასაჩივრებული აქვს, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ არსებობს.
ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ და მაგალითად, ხუთშაბათს საფრანგეთის ელჩთან მაქვს შეხვედრა, ევროკავშირის ელჩს შევხვდი და ამაზე გვქონდა საუბარი, ვერ ჩაითვლება არჩევნები ლეგიტიმურად და თავისუფლად თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში. ჩვენ ამაზე ვესაუბრებით ყველას და უმნიშვნელოვანესია, რომ თუ არჩევნებზე გვინდა საუბარი, თუ ზოგადად, რამე არჩევნებთან დაკავშირებულმა შეიძლება იარსებოს, წარმოუდგენელია პრეზიდენტო სააკაშვილი, რომელსაც 600 ათასზე მეტი მომხრე ჰყავს, იყოს ციხეში“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press