ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს,- ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
ილვესმა საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებას "საკუთარი თავის შეურაცხყოფა" უწოდა.
"რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა. საკუთარი თავის შეურაცხყოფაა",- წერს ილვესი Twitter-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხოვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო და ხორვატია "იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press