კაცი არის პატიმარი, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არ არის, კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს, კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, ეს უბრალოდ არასწორია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, "ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომლებიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან".
„წარმოუდგენელია. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს კიდევ დამატებითი მინიშნებები რომ კეთდება, უბრალოდ არასწორი და არაეთიკურიც არის ეს ყველაფერი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press