როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო - ანუ გაყიდვა დაუშვა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, "ასეთი ადამიანები" ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამებიან.
„მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500, თუ რამდენი იყო, დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ, გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე, ასეთი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ადამიანები არ შეესაბამება ქართულ პოლიტიკურ კულტურას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 24 ივლისს თანხის აღების შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და მას "ბინძური ტყუილი" უწოდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press