Foto

ხაბეიშვილი - საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, დაიცვას საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და ევროპული მომავალი

საქართველოში გვითხრეს, რომ რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე შემოგვასაღეს რუსული კანონი, რომლის დაღეჭვაც მოუწიათ შემდეგ. რუსული ფრენები აღადგინეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, როგორც უჭერს ხელისუფლება მხარს რუსეთს და სცილდება ცივილიზებულ სამყაროს.

“საქართველოში გვითხრეს, რომ რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე შემოგვასაღეს რუსული კანონი, რომლის დაღეჭვაც მოუწიათ შემდეგ. ამასობაში ვნახეთ, რომ რუსული ფრენები აღდგა - ჩვენ გვაყურებინებენ ყოველდღიურად როგორ უჭერენ მხარს პუტინის რუსეთს, როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და ამას აკეთებს პუტინის კარის ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია.

ამასობაში, დღეს გურჯაანში იმართება სასამართლო იმ პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გააპროტესტა ლავროვი და ლავროვის ოჯახი. შესაბამისად, დღეს ფაქტობრივად, ჩვენ ვუყურებთ სადამსჯელო ღონისძიებას, ვინც აპროტესტებს პუტინს, ვინც აპროტესტებს ლავროვს. ამ ადამიანებს უმართავენ სასამართლოებს, უწერენ ათასობით ლარის ჯარიმებს ან ემუქრებიან პატიმრობით.

შესაბამისად, ეს ყველა პროცესი აჩვენებს ერთ რამეს - საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, დაიცვას საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და ევროპული მომავალი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.