იკური ელიტა ძალიან სწრაფად გადახედავს დამოკიდებულებას და წარადგენს თავის ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი საქართველოში სისტემური მიდგომით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიამ შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, 2 რეკომენდაციასთან მიმართებაში საჭიროა გაუმჯობესება, ხოლო დანარჩენ 7 რეკომენდაციაში მცირე პროგრესია.
"ევროკომისიამ შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, 2 რეკომენდაციასთან მიმართებაში საჭიროა გაუმჯობესება, ეს არის მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციაა. დანარჩენ 7 რეკომენდაციაში არის მცირე პროგრესი, მაგრამ ველოდებით უფრო მეტს.
ევროკავშირში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ძალიან სწრაფად გადახედავს დამოკიდებულებას და წარადგენს თავის ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი საქართველოში სისტემური მიდგომით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ინდივიდებზე, სახელებზე, ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს შექმნაზე, სადაც ოლიგარქების მიერ გადაჭარბებული გავლენის მოხდენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება. ვგულისხმობთ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, არჩევნების გამჭვირვალობას, მაღალი დონის კორუფციას, სისტემის გამჭვირვალობას. ასე რომ, ჩვენ ვგულისხმობთ მრავალ საკითხს, რომლის აღმოფხვრაცაა საჭირო, რათა შეიზღუდოს მდიდარი ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press