ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.
„მტკიცედ ვგმობ უკრაინული მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი განაგრძობს თავის უმოწყალო ომს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ჩვენ გამოვყავით მორიგი 1,5 მილიარდი ევრო, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურის აღდგენას დავეხმაროთ. კიდევ მეტი იქნება“,- წერს ლაიენი Twitter-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press