რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სამხედრო დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.
როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სუნანის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც შოიგუს ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, არმიის გენერალი კანგ სუნ ნამი დახვდა.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენლები კორეის ომის 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვიზიტი მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.
სამუშაო ვიზიტი 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press