ქართველ ხალხს ახლა სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ გულშემატკივრობა, ჩვენ გვჭირდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ ამ პროცესის გულშემატკივრები. თუ ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, მაშინ წარმატება გარდაუვალია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ევროკომისიის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის.
„რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, კონფერენციაზე ჩვენ შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებითაც გვქონდა მსჯელობა. თუ ავიღებთ ტემპებს, იქნება ეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ვნახავთ, რომ ერთნაირია, 2-3 რეკომენდაცია ჩაითვალა შესრულებულად, სხვა რეკომენდაციებში არის მნიშვნელოვანი პრინციპული წინსვლა. სხვათაშორის, ეს არასამთავრობო სექტორმაც აღნიშნა, ივნისამდე არსებული მდგომარეობიდან განსხვავებით, ჩვენ ამ შუალედური ანგარიშით შეგვიძლია შევიქმნათ კონკრეტული წარმოდგენა, თუ რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ევროკავშირთან, რათა ეს მოლოდინი ერთმანეთს დაემთხვეს და არ დავიჩაგროთ უსამართლო გადაწყვეტილებით. ჩვენ როგორც ვიყავით ლიდერი, ასევე ვრჩებით ლიდერი არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, რომელსაც დეკემბერში მიენიჭა სტატუსი",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press