ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დახმარების პაკეტში მოიცავს:
გარდა ამისა, სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე შედის TOW-ის ტიპის რაკეტები, Hornet-ის უპილოტო საჰაერო სისტემები, Hydra-70-ის საზენიტო რაკეტები, "ტაქტიკური საჰაერო ნავიგაციის სისტემები", ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გადალახვისთვის, 28 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე იარაღისთვის, ყუმბარები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმოგრაფიული სისტემები, სათადარიგო ნაწილები და სასწავლო საბრძოლო მასალა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მხრიდან ეს 43-ე სამხედრო დახმარების პაკეტია, რომელიც უკრაინას გადაეცემა.
საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.
ამასთან, გუშინ, 25 ივლისს ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press