მოლდოვის მთავრობის განცხადებით, კიშინიოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატების, ტექნიკური და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია მოლდოვის პრემიერ-მინისტრზე, დორინ რეჩანიზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეჩანის განცხადებით, დიპლომატების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური პერსონალის რიცხვი 15-მდე მცირდება.
"ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც კიშინიოვის ხელისუფლებამ დღეს დილით აცნობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში",- თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მოგვიანებით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციების მრჩეველმა, იგორ ზახაროვმა დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატისა და 27 ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლის გაძევების შესახებ. ჯამში, მოლდოვა რუსეთის საელჩოს 45-მა თანამშრომელმა უნდა დატოვოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press