თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
პატელის თქმით, არ იცის, რატომ კეთდება ლობირებასთან დაკავშირებით განცხადებები.
"რომელიმე მხარის ფსიქოლოგიურ შეფასებას არ ვაპირებ. მე არ ვიცი, რის გამო აკეთებენ ამ განცხადებებს, მაგრამ მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო - თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. ჩვენ შეგვიძლია ეს დარწმუნებით გითხრათ“,- განაცხადა პატელმა.
ცნობისთვის, ლობირების თემასთან დაკავშირებით გუშინ, 26 ივლისს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც. საელჩოს განცხადების მიხედვით "ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press