საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში განახლდა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იწყება დროებითი ხიდის აღდგენის სამუშაოები.
"ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპზე, 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება.
გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press