PSP შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს პირველადი საჭიროების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და ბავშვის საფენებით დაეხმარება. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.
როგორც PSP-ს განცხადებაშია აღნიშნული, დახმარების მიღება შესაძლებელია ონში, PSP-ს აფთიაქში, რუსთაველის N2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით.
"PSP მწუხარებას გამოთქვამს რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება.
გვსურს მხარში დავუდგეთ დაზარალებულებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში; ამისთვის, ქ. ონში არსებულ PSP-ს აფთიაქიდან დაზარალებულებს პირველადი დახმარების ნივთებით, პირველადი საჭიროების მედიკამენტებით (არარეცეპტორული), ბავშვის საფენებითა და ბავშვთა კვებით დახმარებას გაუწევს.
დახმარების მისაღებად მოგვწერეთ "ფეისბუქის" გვერდზე პროდუქციის დასახელებების ჩამონათვალი, რაოდენობა და საკონტაქტო ნომერი.
დახმარების მიღება შესაძლებელია ონში PSP-ს აფთიაქში, რუსთაველის N2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით",- ნათქვამია PSP-ს განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press