სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისმა ცოლ-შვილმა შოვი, სტიქიის ზონა ვერტმფრენით დატოვა.
მისივე თქმით, როდესაც მათ დატოვეს სასტუმრო "რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე".
"ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში თავისი ოჯახის წევრებს ეძებდა , „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ სტიქიის დროს პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით კახი კალაძის ოჯახის წევრების ევაკუირება მოხდა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press