მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს, - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.
როგორც არახამია სოციალურ ქსელში წერს, ქართველი ხალხის ტრაგედია უკრაინელი ხალხის ტრაგედიაცაა.
"მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში, შუაგულ ომშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერს, ქართველებს გვერდით! ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, პირადად ჩემთვის კი - განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის", - წერს სოციალურ ქსელში დავით არახამია.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press