შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული. ოთხი მათგანი მაშველებმა დღეს იპოვეს.
შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა.
სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press