რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
ნიდერლანდების საგრეო უწყება მეწყერის შედეგად დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს.
„ვუგზავნით გულითად სამძიმარს მათ, ვინც დაზარალდა შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად. იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება“,- ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, 18-ს კი ისევ ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press