გრძელდება ძებნის სამუშაოები, სურათი არის მძიმე, ყველა უწყება ჩართულია სამუშაოებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, 80 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა.
კობახიძის თქმით, ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი, 18 კი დაკარგულად მიიჩნევა.
„18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი, 18 ადამიანია დაკარგული. რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება, გახდეს საჭირო, დაზიანებებიდან გამომდინარე, დეენემის ანალიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზს, "აჯობებს, ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ".
„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სჯობს, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ამ ყველაფერზე“,- თქვა კობახიძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press