თავდაცვის ძალების სამხედროები სტიქიის ზონაში სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. თავდაცვის უწყების ცნობით, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.
"სამხედროებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. ადგილზე ჯარისკაცები შსს- საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებთან ერთად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ...
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
Mana press