საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
როგორც ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ადგილზე, დაახლოებით, 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
"ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია, დაახლოებით, 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ.
კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა.
რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ. დღეის მდგომარეობით, დღის წესრიგი განსაზღვრული აქვს მათ, ვინც აქ მუშაობს. ალბათ, საორგანიზაციო საკითხები აღარ იქნება საჭირო და იმავე დღის წესრიგით გააგრძელებენ, რაც განვუსაზღვრეთ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press