Foto

შსს სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.

"ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიწის მასის დამუშავების დროს ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი. მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.

სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს  დრონები და სპეცტექნიკა. 

მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.