შოვის ტრაგედიაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს „რუსული ოცნების“ მიერ განხორციელებული, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციის მიერ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და ყველა შეკითხვაზე გასცემს ობიექტურ პასუხს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„პირველ რიგში, არ შემიძლია არ მივუსამძიმრო ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს, რადგან ყველა ძალიან განვიცდით, ყველას გული გვატკინა ამ უბედურმა შემთხვევამ, მაგრამ კიდევ უფრო ამძაფრებს აღრმავებს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება - კოლექტიური "ქოცი" ცდილობს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავი გაიმართლოს. ისინი ვინმეს გადარჩენაზე, შველაზე ან თუნდაც ამ ტრაგედიის, სტიქიური უბედურებისგან გამოწვეული მსხვერპლის პრევენციაზე კი არ ფიქრობენ ან მომავალში კი არ აპირებენ ფიქრს, არამედ ისინი მხოლოდ ზრუნავენ და ფიქრობენ და მუშაობენ პიარზე, თუ როგორ გაიმართლონ, როგორ წარმოაჩინონ ისე, თითქოს არაფრის გაკეთება შესაძლებელი არ იყო, რომ მომენტალურად ჩამოწვა სტიქია... ცხადია, გამოძიება უნდა დაიწყოს, ოღონდ ეს გამოძიება არ უნდა იყოს ქოცების მიერ განხორციელებული, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი, რომელიც ყველა ამ შეკითხვაზე გასცემს ობიექტურ და მართალ პასუხს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press