სტიქიის ზონაში, ტექნიკის მობილიზება და მუშაობა პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში, სულ მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.
"ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისთვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე.
ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.
ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც. დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისათვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი",- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press