საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი 18 ცხედრიდან 12 იდენტიფიცირებულია.
როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქუთაისში ცხედრების ამოცნობის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"დღევანდელი მონაცემები არ შეცვლილა. 18 გარდაცვლილი არის ნაპოვნი, მათგან 12 არის იდენტიფიცირებული, თუმცა ახლაც გაემართნენ ახლობლები ქუთაისში, პროზექტურაში ამოცნობის ღონისძიებებისთვის. მიმდინარეობს 18 ადამიანის ძებნის ოპერაცია",- განაცხადა პაპუაშვილმა და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ უწყებებსა და ადამიანებს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press