შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი ეტაპობრივად ფართოვდება.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დღეს სტიქიის ზონაში აღმოჩენილი ცხედარი მოზარდს ეკუთვნის.
"დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება სტიქიის ზონიდან, გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ისევ ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოვებთ პერიმეტრს.
ე.წ. კოტეჯების ტერიტორიის სრულად დათვალიერება ჯერჯერობით ვერ მოესწრო, სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, რაც ხელს გვიშლის - მიწის სქელა მასა. ვმუშაობთ ფრთხილად და არ ვჩქარობთ",- განაცხადა მღებრიშვილმა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press