ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას, თუ რატომ არ იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შს მინისტრი შოვში ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ ჩავიდა.
"ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. უწყება არის სრულად მობილიზებული",- განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press