რაჭაში, ონის მუნიცაპლიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღეა.
სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სახელმწიფო დროშებია ასევე დაშვებული პარლამენტისა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საგარეო უწყებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 15-მდე პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press