ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება.
როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება.
"საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება.
ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებმაც ევროკავშირისა და ნატოს გზა აირჩიეს",- წერს მიშელი Twitter-ზე.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press