ამ დღეს, 7 აგვისტოს - მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ სხვა ომები, რომლებიც რუსეთმა დაიწყო. ერთი მათგანი იყო საქართველოში ზუსტად 15 წლის წინ, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს.
კრამონის თქმით, თავისუფლება და დემოკრატია არის ის, რაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მის ყველა მეზობელ ქვეყანაში ყველაზე მეტად სძულს.
"ამ დღეს, 7 აგვისტოს - მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ სხვა ომები, რომლებიც რუსეთმა დაიწყო. ერთი მათგანი იყო საქართველოში ზუსტად 15 წლის წინ.
ვიბრძოლოთ სუვერენიტეტისთვის. თავისუფლება და დემოკრატიაა, რაც პუტინს ყველაზე მეტად სძულს მის ყველა მეზობელ ქვეყანაში!" - წერს კრამონი Twitter-ზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press