ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი, ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია 15 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვს, რითაც რუსეთი სისასტიკეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევას კვლავ განაგრძობს.
"15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა კვლავ გრძელდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - წერს კალასი Twitter-ზე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press