საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე მივიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ ქვეყანას დამოუკიდებლობა სურს, ამისთვის ბრძოლაში ერთიანობა მნიშვნელოვანია.
"ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც ჩვენი ერთიანობა სჭირდება. ასევე, განრისხებული ბუნება გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში იწერება, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი საქართველოსთვის და ქართველებისთვის მიუღებელია.
ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც ადამიანები იბრძოდნენ, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა და თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს. დავინახოთ სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press