Foto

ერმაკი - სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს - რუსეთი უნდა დაისაჯოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს გამოეხმაურა.

ერმაკმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გაავრცელა.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 15 წლისთავი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას...

რუსეთი უნდა დაისაჯოს. უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია, ზარალის კომპენსაცია, შეძლებს მშვიდობის დაბრუნებას ევროპაში და ასევე მსოფლიო წესრიგის აღდგენას",- წერს ერმაკი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან გუშინ, 7 აგვისტოს 15 წელი გავიდა.