Foto

საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ღალატი, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა 2008 წლამდე და 2008 წელს ქვეყნის წინაშე - კობახიძე

2008 წელს რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამასთან ერთად, საზოგადოებას აუცილებლად უნდა შევახსენოთ ის ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

კობახიძის თქმით, ღალატის გარდა, წინა ხელისუფლებამ "უამრავი დანაშაული" ჩაიდინა.

"ეს იყო პირდაპირ სამშობლოს ღალატი და სხვათაშორის, შემთხვევითი არ არის, რომ მათ 2008 წლის ივლისში დააინიცირეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე და სექტემბერშივე მიიღეს ეს ცვლილება. ივლისში, ომამდე ერთი თვით ადრე, დააინიცირეს  და ომიდან ერთ თვეში, რა დროს ეს იყო ხომ? - მიიღეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე. როგორც ჩანს, მაშინაც ჰქონდათ შიში, ეშინოდათ იმ ღალატის, რომელიც მათ ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, მათ უამრავი დანაშული ჰქონდათ ჩადენილი - ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება და ა.შ. მაგრამ მათი მთავარი დანაშაული მაინც იყო ის ღალატი, რომელიც მათ ჩაიდინეს 2008 წლამდე, 2008 წელს საკუთარი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.