ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება, თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.
"გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები - აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.
ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება, თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ!
მათი სახელების უკვდავსაყოფად შემოვიღეთ ტრადიცია - მოგონების ყაყაჩო. სიმბოლურად, გმირების სისხლით შეფერილი ლამაზი ქვეყანა, რომელიც განადგურებას გადავარჩინეთ",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press