პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე სავარაუდო თავდასხმა, რომელიც მისი ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას იგეგმებოდა აღვკვეთეთ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დააკავა რუსეთის სპეცსამსახურში მომუშავე ქალი, რომელიც ზელენსკის ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"დაკავებული ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით ცდილობდა. ის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას კი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა და იღებდა უკრაინული ობიექტების მდებარეობას. დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press