ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომის მტკივნეული შედეგები და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსახლეობის მიერ გაღებული მსხვერპლი. რუსეთი აგრძელებს უკანონო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე და მის ოკუპაციას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველომ ფოკუსირება მოახდინოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ნაცვლად იმისა, რომ მოსკოვს მოკლევადიანი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში დაეყრდნოს.
"ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომის მტკივნეული შედეგები და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსახლეობის მიერ გაღებული მსხვერპლი. რუსეთი აგრძელებს უკანონო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე და მის ოკუპაციას. აუცილებელია, კონცენტრაცია მოახდინოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანზე, რომელსაც ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს, ნაცვლად იმისა, რომ მოსკოვს დაეყრდნოთ მოკლევადიანი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის არჩეული გზიდან გადაგდებას.
ჩვენ გვინდა ვნახოთ, როგორ აძლიერებს საქართველო კავშირებს ევროკავშირთან და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, ჩვენი საერთო ღირებულებების დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის საფუძველზე", - განაცხადა კალიურანდმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press